22 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
კომპიუტერული სერვისის გლობალური გათიშვის გამო ედინბურგის აეროპორტში ფრენების სრულად აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ედინბურგის აეროპორტში კომპიუტერული სერვისის გლობალური გათიშვის გამო ფრენების სრულად აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მგზავრების ნაწილს ღამის გათენება აეროპორტში უწევს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

გადადებული რეისების სიმრავლის გამო ქალაქში სასტუმროები ჯავშნებზე გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ედინბურგის ყველა სასტუმროს ნომერი შევსებულია.

IT სისტემების შეზღუდვამ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია არამხოლოდ ტრანსპორტის, არამედ ბევრ სხვა სფეროში - მათ შორის პრობლემები შეექმნა მედიის, ბანკებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას.

გლობალური შეფერხების მიზეზად მაიკროსოფტის კიბერუსაფრთხოებითი სისტემა დასახელდა. ანტივირუსული პროგრამა დეფექტურად განახლდა და დომინოს პრინციპით მთელს მსოფლიოს მოედო.

 

დღის ამბები