22 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
მოსახლეობის მოთხოვნით, შუქრუთის მაღაროზე სამუშაო პროცესი აღდგენილია

მოსახლეობის მოთხოვნით, შუქრუთის მაღაროზე სამუშაო პროცესი აღდგენილია, კოროხნალის მაღარო კი, გარკვეული ჯგუფის მიერ, ისევ პარალიზებული რჩება.

დღეს, მაღაროების გახსნის მოთხოვნით, მოსახლეობა კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროებთან შეიკრიბა. მათი მიზანი სამუშაო პროცესის აღდგენაა, რათა კომპენსაციების გაცემა შეუფერხებლად, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს. მოსახლეობის განმარტებით, პროტესტის მონაწილეებს, რომლებსაც კომპენსაციები უკვე აღებული აქვთ, რამდენიმე თვეა, ხელოვნურად ქმნიან კრიზისს და კომპენსაციების გაცემის პროცესს აფერხებენ.

მოლაპარაკების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღეს, კოროხნალის მაღაროზე მუშაობის განახლება ვერ მოხერხდა. გარკვეული ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც მაღარო, 12 მარტიდან დღემდე, პარალიზებული აქვთ, კომპანიის თანამშრომლებს შესვლის საშუალება არც ამჯერად მისცეს.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია", რომელიც საწარმოების მართვაზეა პასუხისმგებელი, მზად არის, კოროხნალის მაღარო გახსნას და საწარმოო პროცესი უმოკლეს ვადებში აღადგინოს.

 

დღის ამბები