22 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
3 თვე საპარლამენტო არჩევნებამდე - ხელისუფლების ოპონენტები წინასაარჩევნო კონფიგურაციაზე მუშაობას განაგრძობენ

მმართველი გუნდის ოპონენტები წინასაარჩევნო კონფიგურაციაზე მუშაობას განაგრძობენ. ახალი პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერი, "ქართული ოცნების" დამარცხების ფორმულად, ოპოზიციის გაერთიანებას მიიჩნევს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთობა უკვე გააფორმა, თუმცა, საერთო ინტერესების პოვნის შემთხვევაში, გუნდის გაფართოებას არ გამორიცხავენ.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას "ლელო", ანა დოლიძე და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი". სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ, ერთობლივად იბრძოლებენ - "ახლები", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის". ორივე გაერთიანებაში საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულები არიან. მიუხედავად გადაჯგუფებისა, ამბობენ, რომ საბოლოო ხაზები ჯერ გამოკვეთილი არ არის, რადგან მოლაპარაკებები პარტიებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება საპარლამენტო უმრავლესობისთვის, სადაც აცხადებენ, რომ გადაჯგუფებები ოპოზიციას არჩევნებში მარცხისგან ვერ იხსნის. სახელისუფლებო გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიები 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები დარჩა. პოლიტიკური პარტიები, სადეპუტატო მანდატების მოსაპოვებლად, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.

 

 

 

 

დღის ამბები