22 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია - ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია - გიორგი ჩაკვეტაძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებით დიდია და მმართველი პარტია გეგმავს აქტიურ და საინტერესო კამპანიას. ჩაკვეტაძის განცხადებით, ისინი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასა და თითოეულ მოქალაქემდე სათქმელის მიტანას აპირებენ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან ვეცდები, ამ კამპანიაში მაქსიმალური ენერგია და შემართება შევიტანოთ!
ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია. როგორც წინა არჩევნებზე, ჩვენი ახალგაზრდული კამპანია იქნება ძალიან აქტიური, საინტერესო და მასში ჩართვის შესაძლებლობა თითოეულ ახალგაზრდას ექნება. ვგეგმავთ არაერთ საინტერესო სიახლესაც.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth-ის წევრებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ და ვეცდებით, ჩვენი სათქმელი თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება და მათ შორის ახალგაზრდები, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ!

მხოლოდ ღირსებით!

მხოლოდ მშვიდობით!

მხოლოდ კეთილდღეობით!

მხოლოდ ევროპისკენ!"" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

 

დღის ამბები