ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ "X-ში" დაწერა, შეთანხმდნენ, რომ ტრამპთან პირისპირ შეხვედრაზე განიხილავენ, რა ნაბიჯებს შეუძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. უკრაინის პრეზიდენტმა შტატების ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სატელეფონო საუბარს სოციალური ქსელითვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. "მე, როგორც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, მოვიტან მშვიდობასა და ბოლოს მოვუღებ ომს, რომელმაც შეიწირა ბევრი სიცოცხლე და დაანგრია ურიცხვი უდანაშაულო ოჯახი." - დაწერა ტრამპმა.