ლეჩხუმში მთის დღეები იმართება. საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ - მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, იმართება საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, მიმდინარეობს ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დღე კონცერტით დასრულდება.