22 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს სამიტის კომუნიკეში საქართველოს წევრობაზე ჩანაწერის არარსებობა ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა "ძალიან შორს წავიდა"

ლატვიის პრეზიდენტი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ ნატო-ს საიუბილეო სამიტის კომუნიკეში საქართველოს სამომავლო წევრობაზე ჩანაწერის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა “ძალიან შორს წავიდა.”

ედგარს რინკევიჩის თქმით, საქართველოს სუვერენული უფლებაა, არ გაიზიაროს ცალკეული ორგანიზაციების ღირებულებები, თუმცა მეორე მხრიდან ამაზე რეაგირებაც არ უნდა იყოს გასაკვირი.

ლატვიის პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ თუ საქართველო არ გაატარებს საერთო ღირებულებებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას უნდა შეეზღუდოს.

დღის ამბები