ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, გურიის რეგიონში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია მიმდინარეობს. მომატებული არტერიული წნევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და სიკვდილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი საკითხია.
გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ შეუერთდა და ის სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.