22 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ბელარუსში, გერმანელ ექიმს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში სასამართლომ გერმანელ ექიმს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. რიკო კრიგერის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მოსამართლემ 30 წლის გერმანელი დამნაშავედ სისხლის სამართლის ექვსი მუხლით ცნო.

მედიის ცნობით, მედიკოსი ტერორიზმში დაადანაშაულეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა უწყებას განცხადებაში ბრალდებულის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიკვდილით დასჯას სასტიკ და არაჰუმანურ ფორმად მიიჩნევს.

დღის ამბები