22 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
რა ინგრედიენტებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპოზიციური კერძის მომზადება, ეს გაერთიანებებიც განწირულია - ნინო წილოსანი

რა ინგრედიენტებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპოზიციური კერძის მომზადება, ეს გაერთიანებებიც განწირულია - ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ოპოზიციის ახალ გადაჯგუფებებს აფასებს.

"ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის ყველა პარტია დამარცხებისთვისაა განწირული. ამ შემთხვევაში, ეს გაერთიანებებიც, რა ინგრედიენტებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპოზიციური კერძის მომზადება, არის განწირული. დაჯგუფება, რომელსაც ერთ შემთხვევაში გვარამია-მელია, გირჩები და დროას ვხედავთ, არის სრულიად ამორალური და პოლიტიკურად უზნეო პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება. ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც ერთად ემსახურებიან, არის წაგების ფორმულა," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები