22 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
გახარიას სიტყვები, რომ "ლელოს" დაცვა უნდა "განაცებისგან", საზოგადოების დიდ ნაწილს სასაცილოდაც კი არ ეყო, შესაბამისად, მგონია რომ გახარიამ ვერ გარისკა "ლელოსთან" გაერთიანება - გორდულაძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთიანდებიან. ინფორმაცია "კურიერს" გრიგოლ გეგელიამ დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე პრეზენტაციამდე არ საუბრობენ.

გაერთიანებას მმართველ გუნდში აფასებენ:

"როგორც თავად განაცხადეს, "ლელოს" ცუცქირიძე და ანა დოლიძე უერთდება, მაგრამ ჯერჯერობით, რატომღაც, არ გაჟღერებულა გიორგი გახარიას პარტიის მათთან გაერთიანება. ეს, ალბათ, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - გახარიას ნათქვამი სიტყვების შემდეგ, რომ "ლელოს" დაცვა უნდა განაცებისგან, საზოგადოების რეაქცია იმდენად არაორაზროვანი იყო და საზოგადოების დიდ ნაწილს სასაცილოდაც კი არ ეყო, მგონია, რომ გახარიამ ვერ გარისკა "ლელოსთან" გაერთიანება. შესაბამისად, "ლელოც" ცდილობს, რამენაირად, მოატყუოს საზოგადოება და მიუახლოვდეს საარჩევნო ბარიერს, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხულია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები