22 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.

პირველ ეტაპზე, პაციენტები ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. სერვისი უფასოა.

პაციენტებს B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. პროგრამის ბენეფიციარებს კომისია გამოავლენს. ესენი იქნებიან პირები, რომლებსაც ქრონიკული ინფექცია აქვთ, ან ქრონიკული B ჰეპატიტი აქვთ დადგენილი და ანტივირუსულ მკურნალობას გადიან.

პროგრამაში ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება.

დღის ამბები