თურქეთში, ქალაქ იზმირში დენის დარტყმის შედეგად ქუჩაში ორი მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში, ამ დროისათვის დაკავებულია 18 პირი, კიდევ 11 კი ძებნაშია გამოცხადებული.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ხარვეზები გამოვლინდა, რამაც ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. სისხლისსამართლებრივი დევნა, შესრულებული სამუშაოების პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დაიწყო.
ცნობისთვის, თურქეთში, ქალაქ იზმირში დენის დარტყმის შედეგად ქუჩაში ორი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილები 23 და 44 წლის პირები არიან.
ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის ქუჩებში გუბეები იდგა, ერთ-ერთი ასეთი გუბის გავლის დროს, წყალსაწრეტი ჭის თავსახურმა დენი გაატარა, რის შედეგადაც 23 წლის გოგო დაიღუპა, 44 წლის მამაკაცი მის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დენის დარტყმამ მისი სიცოცხლეც იმსხვერპლა.