კენიაში, ნაირობიში სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 33 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ნაგავსაყრელზე რამდენიმე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 42 ქალის მკვლელობა აღიარა, მათ შორის, საკუთარი მეუღლის.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის 9 ქალის ცხედარია ნაპოვნი.
ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ მაჩეტე, რეზინის ხელთათმანები და ცელოფნის პარკები ამოიღო, რომლის მსგავსშიც, მათ მიერ ნაპოვნი ცხედრები იყო გახვეული.