უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის.
"სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის. უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი," - წერს შალვა პაპუაშვილი.