22 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა - სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა, ზუსტად ცხრა თვის წინ უნდობლობა გამოუცხადა.

მაშინ პრეზიდენტი მოპასუხე იყო, უნებართვო ვიზიტებზე სარჩელი კი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნოდა. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის საფუძველი გახდა.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ოპოზიციის ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის მცდელობა გაუგებარია. კრიტიკულია "ქართული ოცნება", რომელიც ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

დღის ამბები