ეკლესიები, რომლებიც ადამიანების საცხოვრებლად და ერთადერთ თავშესაფრად იქცა. სამლოცველოები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში გადაღებეს, გუმბათები, ზარები მოხსნეს და აბანოებად, ქარხნებად ან კინოთეატრებად გადააქციეს. ასეთ ისტორიებს თბილისის უბანში ხშირად მოისმენთ.
მე-19-ე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული ეკლესიების იერსახე იმდენად არის შეცვლილი, რომ შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლიც გეგონოთ. "კურიერი P.S."-მა სამლოცველოების თბილისური ისტორიები არქიტექტორთან ერთად გააცოცხლა.