22 ნოემბერი 2024,   10:13
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 69-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს - პატრიარქის ნათლული კიდევ 1200-მდე ბავშვი გახდება

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. პატრიარქის ნათლული კიდევ 1200-მდე ბავშვი გახდება.

ნათლობის დასრულების შემდეგ, ილია მეორე ნათლულებს დალოცავს.

პატრიარქის ინიციატივით საყოველთაო ნათლობა 2008 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის, ილია მეორეს 47 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

დღის ამბები