დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს.
"მე ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას, რომელიც ვნახეთ შეერთებულ შტატებში ღამით. ეს საშინელებაა, ძალადობას ადგილი არა აქვს არცერთ საზოგადოებაში, მით უმეტეს, არცერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩემი ლოცვა და ჩემი ფიქრები მსხვერპლთა გვერდით არის," - აცხადებს დევიდ ლამი.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა.