22 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ, დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე - დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ

"მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან", - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გააკეთა. მან მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი და დაჭრილი მოქალაქეების გამო.

"ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ, დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ ვიყოთ გაერთიანებული და ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ხასიათი, როგორც ამერიკელების, დავრჩეთ ძლიერები და მტკიცეები და არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების უფლება. ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი. მოუთმენლად ველოდები ამ კვირაში ვისკონსინიდან საუბარს ჩვენს დიდ ერთან," - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები