22 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
ძალადობამ არანაირი ფორმით და არსად უნდა გაიმარჯვოს - ზელენსკი ტრამპზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს. მისი თქმით, ძალადობამ არანაირი ფორმით და არსად უნდა გაიმარჯვოს.

"დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა შემზარავი დანაშაულია. დანაშაული, რომელიც მხოლოდ დასაგმობია და რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულია გლობალური გამოწვევები დემოკრატიისთვის ახლა. ძალადობამ არანაირი ფორმით და არსად უნდა გაიმარჯვოს. ვუსურვებ ბატონ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას. ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას, ვინც დაზარალდა," - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

დღის ამბები