22 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ავსტრალიის პრემიერი ტრამპზე თავდასხმის შესახებ: ეს იყო მიუტევებელი თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე​

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა. მან მომხდარს დემოკრატიულ ღირებულებებზე "მიუტევებელი თავდასხმა" უწოდა.

"მივესალმები სიახლეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს და ვუსურვებ მას და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს. ავსტრალიაში, ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, ჩვენი დემოკრატიის არსი და მიზანი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები და გადავწყვიტოთ ჩვენი უთანხმოება მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთმანეთის პატივისცემით და ჩვენი ქვეყნისადმი საერთო სიყვარულის სულისკვეთებით. ძალადობის ნებისმიერი აქტი არის ამის შეურაცხყოფა და ცალსახად უნდა დავგმოთ. ეს იყო მიუტევებელი თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებსაც ავსტრალიელები და ამერიკელები იზიარებენ," - აცხადებს ალბანეზი.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

დღის ამბები