22 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტს სახელები ისევ აერია - ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინი უწოდა, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი შეცდომით დონალდ ტრამპად მოიხსენია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სახელები ისევ აერია. ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინი უწოდა, მაგრამ შეცდომა მალევე გამოასწორა და მიკროფონი უკრაინის პრეზიდენტს დაუთმო. თუმცა, ამით ბაიდენის შეცდომები არ ამოწურულა, მოგვიანებით მან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეცდომით დონალდ ტრამპად მოიხსენია. მას მერე, რაც სახელები აერია, ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა ნევროლოგიური ტესტისთვის თუ ამას ექიმები ურჩევენ.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამდვილად აპირებს იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

"რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გაიმარჯვებს და ამ გზის ყველა ეტაპზე დავუჭერთ მხარს. ამის შესახებ შეთანხმებაში ნათლად და მკაფიოდაა ნათქვამი. ახლა მინდა ეს შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტს გადავცე, რომელსაც იმდენივე გამბედაობა აქვს, რამდენიც გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ქალბატონებო და ბატონებო პრეზიდენტი პუტინი. პრეზიდენტი პუტინი? თქვენ ამარცხებთ პრეზიდენტ პუტინს. პრეზიდენტო ზელენსკი. ძალიან ფოკუსირებული ვარ პუტინის დამარცხებაზე და ამაზე უნდა ვიფიქროთ.

ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს ამ თანამდებობაზე არ შევარჩევდი თუ მას შესაბამისი კვალიფიკაცია არ ექნებოდა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. მე საკუთარ თავს პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ყველაზე კვალიფიციურ ადამიანად ვთვლი. ტრამპი ერთხელ უკვე დავამარცხე და ახლაც მოვუგებ", - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

 

დღის ამბები