22 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ფინეთმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მათ ტერიტორიაზე მიგრანტების შესვლას კრძალავს

ფინეთმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მათ ტერიტორიაზე მიგრანტების შესვლას კრძალავს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ფინეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, მესაზღვრეებს უფლებას აძლევს არ შეუშვან ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან არიან და თავშესაფარს ითხოვენ.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის ფედერაციიდან ფინეთში 1300-ზე მეტი ადამიანი გადავიდა. ამის გამო, ჰელსინკი იძულებული გახდა საზღვარი ჩაეკეტა.

ფინეთი მეზობელ რუსეთს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი მიგრაციას იარაღად იყენებენ, რათა წაახალისონ ასეულობით მიგრანტი სირიიდან და ფინეთის საზღვარი სომალიდან გადაკვეთონ. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

პრემიერ-მინისტრ პეტერ ორპოს მემარჯვენე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონპროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი მიგრაციის შესაჩერებლად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს.

 

 

დღის ამბები