ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ქეთევან კიკნაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.