22 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
კანადელი სერიული მკვლელი, რომელიც ქალებს სასტიკად უსწორდებოდა - მას უვადო პატიმრობა ემუქრება

კანადის პროვინცია მანიტობაში, მამაკაცი, რომელიც ოთხი ადგილობრივი ქალის სიცოცხლის მოსპობაშია ბრალდებული, სასამართლომ პირველი ხარიხის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მას უვადო პატიმრობა ემუქრება. 37 წლის ჯერემი სკიბიცკის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის არ არის კრიმინალი და მამაკაცი შიზოფრენიით არის დაავადებული.

პროკურორების მტკიცებით კი, მან დანაშაული რასობრივი მოტივით ჩაიდინა და აღნიშნა, რომ ჯერემი სკიბიცკის ფსიქიკური დაავადების შესახებ დიაგნოზი ოფიციალურად დასმული არ აქვს.

სკიბიცკის მსხვერპლი 39 წლის მორგან ჰარისი, 26 წლის მარსედეს მირანი და 24 წლის რებეკა კონტოისია. მეოთხე მოკლულის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

მოსამართლის თქმით, ბრალდებულმა საკუთარი უდანაშაულობა ვერ დაამტკიცა. 

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, სკიბიცკიმ მკვლელობა 2022 წლის მარტისა და მაისის შუალედში ჩაიდინა, რებეკა კონტოისი კი მისი უკანასკნელი მსხვერპლია. 

მოსამართლემ პროკურორებზე დაყრდნობით თქვა, რომ სკიბიცკიმ მიზანმიმართულად უწევდა ექსპლუატაციას "დაუცველ" ქალებს.

დანაშაული, რამდენიმემ თვის შემდეგ, მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც უცნობი მამაკაცი, სკიბიცკის სახლის მახლობლად ნაგვის ურნაში ჯართს ეძებდა, ამ დროს კი მან ადამიანის ნაწილები იპოვა. პოლიციამ ერთ-ერთი მოკლული ქალის იდენტიფიცირება შეძლო. დაკავების შემდეგ, სიბიცკიმ აღიარა დანარჩენი სამი ქალის მკვლელობაც. 

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ სკიბიცკი სრულად ჰქონდა გააზრებული მისი ქმედებების შესახებ და ეს ჩადენილი იყო "განზრახ, მიზანმიმართული და რასობრივი მოტივაციით".

საქმემ სენსიტიურია კანადის ძირძველი საზოგადოებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ებრძვიან ქალების გაუჩინარების ან მკვლელობის უამრავ შემთხვევას.

 

 

 

 

დღის ამბები