22 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ოპოზიციაში მომრავლდა აუტსაიდერთა გაერთიანებები და ის ადამიანები, ვინც წინასწარ გრძნობენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ გადალახონ 5%-იანი ბარიერი - რატი იონათამიშვილი

ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, "მომრავლდა აუტსაიდერთა გაერთიანებები," რადგან გრძნობენ, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. იონათამიშვილის შეფასებით, გაერთიანებების მიუხედავად, ისინი მარცხისთვის არიან განწირულები.

"ოპოზიციაში მომრავლდა აუტსაიდერთა გაერთიანებები და ის ადამიანები, ვინც წინასწარ გრძნობენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ გადალახონ 5%-იანი ბარიერი. მანდატები მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შეიქმნან საკუთარი კომფორტი და მეორე მხრივ, შეასრულონ იმ პირების დავალებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის ხოლმე განწყობილი.

შესაბამისად, ეს ადამიანები ლუსტრირებას ახდენენ, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობა დაცლილი არის პრინციპებისა და ღირებულებებისგან, ვინაიდან შეუძლიათ ერთ დღეს ერთმანეთი უკიდურესი სიტყვებით შეურაცხყონ, მეორე დღეს კი ერთად დადგნენ და ყალბი გაერთიანებების ილუზია შექმნან. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს ადამიანები არიან განწირულები გამანადგურებელი მარცხისთვის," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი.

ამასთან, შეფასება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, რომლის შეფასებითაც ოპოზიციური ჯგუფები, დიდი ალბათობით, საკუთარ დონორებს ატყუებენ, რომ ქვეყანაში მხარდაჭერა აქვთ, თუმცა მისი შეფასებით, "ეს ტყუილია და მათ შანსი არ აქვთ".

 

დღის ამბები