22 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა - შემთხვევა სოფელ ქვახვრელთან მოხდა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ლიანდაგებთან იწვა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები