ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციის ქალ პოლიტიკოსებს შეხვდა. შეხვედრები "თბილის მერიოტში" ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზრა ზეია განიხილავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან, დემოკრატიულ მმართველობასთან, პრესის თავისუფლებასთან, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა აისახოს საარჩევნო შედეგებზე.
"დღეს მთავარი არჩევნები კეთდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა აისახოს საარჩევნო შედეგებზე, რაც გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად.
"ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს ქართველი ხალხის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხის ნება არ იქნება დაფიქსირებული, თუ არ შეჩერდება ადამიანის უფლებების დარღვევები, უკვე სენატში და კონგრესში ამოქმედდება ძალიან მალე მეგობარიო აქტი და ასევე, ქართველი ხალხის აქტი, რომლებიც ითვალისწინებენ სანქციებს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრი, ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებული არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით.
"ეს ვიზიტი იქიდან გამომდინარეობდა, რომ ძალიან არიან შეშფოთებული ჩვენი ამერიკელი პარტნიორები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით. მათი ხედვაა, რომ თუ ოდნავ მაინც ვითარება არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ, მაშინ სანქციები გაგრძელდება და ეს უფრო ნათელი საქართველოს მოქალაქეებისთვის," - აცხადებს თამარ კორძაია.