22 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
გახარია-ხაზარაძის გაერთიანება ხალხის თვალში არ იქნება ადვილი შესასაღებელი, ამიტომ, ახლა ქმნიან ზურაბიშვილის მხრიდან რაღაც გაერთიანებას - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" დღევანდელი განცხადებას, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი განმარტავს. მაჭარაშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასა და მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, უცხოური ძალები ისეთი პლატფორმის შექმნას ცდილობენ, რომელიც შეძლებს 5%-იანი ბარიერი გადალახოს

"უცხოური ძალა ცდილობს, რომ ოპოზიციაში კონფიგურაციები თვითონ დაალაგოს, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ცენტრი შექმნას, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს, ვიდრე ამას ახერხებს 5 ნომერი.

ვნახეთ - მელია ჩაახუტეს კეზერაშვილს, რომელსაც აგინებდა და ოლიგარქს ეძახდა, ვის გამოც წამოვიდა "ნაცმოძრაობიდან."

გახარია-ხაზარაძის გაერთიანება მარტივი არ იქნება და ხალხის თვალში არ იქნება ადვილი შესასაღებელი, ამიტომ ახლა ქმნიან ზურაბიშვილის მხრიდან რაღაც გაერთიანებას, საუბარი შესაძლოა იყოს ჩუგოშვილზე, ბესელიაზე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გახარია-ხაზარაძის ხალხისთვის მიუღებელი სინქრონი შეასაღონ საზოგადოებას ვითომ მესამე პოლიტიკური ცენტრი. დისკომფორტის ურთიერთობას ხაზარაძე-გახარიასი შეეცდებიან, რომ გადააფარონ ზურაბიშვილის ლგბტ ქოლგა და ამით ივლიან წინასაარჩევნოდ.

ამით კიდევ ის მტკიცდება, რომ ოპონირებას წინასაარჩევნოდ გავუწევთ არა ქართულ ოპოზიციას, არამედ უცხოურ ძალას ქართული პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების სახით," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები