22 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქედაში კალმახის საინკუბაციო საამქრო მოინახულა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქედაში კალმახის საინკუბაციო საამქრო მოინახულა. ობიექტი ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯს" ეკუთვნის. აქ წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონი კალმახის ლიფსიტას აწარმოებენ.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე თევზის შეუფერხებლად გატანის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევიწყოთ ხელი ამ პროცესს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, პირველ რიგში, ეს იყო კანონის მიღება, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა. განვახორციელეთ არაერთი რეფორმა და რეგულაცია, რომლის შედეგადაც, დღისათვის, შეფერხებების გარეშე შეგვიძლია გავიტანოთ შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს. შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აკვაკულტურის განვითარების შესახებ, სადაც გაწერილია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რა ქმედებები და ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაც გავაცანით დარგის წარმომადგენლებს და ასოციაციებს და ველოდებით მათგან ქმედით წინადადებებს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები