საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პარტიის მიზანია საქართველოს სტაბილური განვითარება.
"ჩვენ გამოვაქვეყნეთ დეკლარაცია, ამ დეკლარაციაზე დეტალურად არის გაწერილი ჩვენი ხედვა. ჩვენი მიზანია საქართველოს სტაბილური განვითარება, უსაფრთხოება და საქართველოს ინტერესების დაცვა.
დღეს იყო რაღაც მითქმა მოთქმა, რომ შეიქმნა ვიღაცის წინააღმდეგ და ვიღაცის ჯიბრზე, მაგრამ ამას საფუძველი არ ნამდვილად არ აქვს.
ჩვენი მიზანი ადვილად გასაგებია, რომ გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს პრიორიტეტებს. დაპირებებს, რომელიც წლების მანძილზე ისმოდა და არ ხდებოდა შემდეგ,"- აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.