22 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
რთული არჩევნები იქნება, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა, მოიმატებს - ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, წინასაარჩევნოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარე ძალებისგან მმართველი გუნდის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა გაიზრდება, რითაც წინსწრებით არჩევნების დისკრედიტაციას შეეცდებიან. თუმცა, დავითულიანი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს სრული სტანდარტების დაცვით ჩაატარებს და ოპონენტები ფაქტებს ვერ დადებენ, რითაც არჩევნებს ჩრდილი მიადგება.

"რთული არჩევნები იქნება. უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მოიმატებს, ოღონდ არ იქნება ამის არგუმენტები და ფაქტები, თუ რატომ ვიქცევით ცუდად. მეტსაც გეტყვით, წინასწარ ძალიან ბევრი და დიდი ძალები ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედან უფრო ემზადებიან იმისთვის, რომ მოახდინო ამ არჩევნების დისკრედიტაცია წინსწრებით, ნაბიჯები უკვე ჩანს ამის. ეს ვერ მოხდება, უბრალოდ არჩევნებს ჩავატარებთ კარგად და ვერ დადებენ ფაქტებს, რომ ჩვენ ეს არჩევნები ჩავატარეთ არასტანდარტის შესაბამისად. არსებითად ეს არჩევნები იქნება სტანდარტის შესაბამისი. ვერავინ საპირისპირო ფაქტს და არგუმენტს ვერ მოიყვანს. ბოლოს მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება. იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ჰყავს ამ ქვეყანაში ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან შედარებით ბევრად მეტი მხარდამჭერი, ამიტომ რევოლუციური სცენარები, რომლისთვისაც ფაქტია, რომ ემზადებიან, კოორდინება ჩანს, რომ არის ქვეყნის გარედან. მეტ დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ცალსახად ჩანს," - განაცხადა ბექა დავითულიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები