პარტია "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ღამის კურიერის" ეთერში კვლევაზე საუბრობს, რომელიც ოპოზიციის საერთო ჩართულობით ჩატარდა.
"კვლევაში, რომელიც ოპოზიციის საერთო ჩართულობით ჩატარდა, ვფიქრობ ნათლად ჩანს რომ მრავალი ბანაკის არსებობის შემთხვევაში ოპოზიცია ჯამურად გაცილებით მეტ ხმას აგროვებს, ვიდრე ერთიანი სიის შემთხვევაში.
ამავე დროს ვხედავთ, რომ ბევრად უფრო ნაკლები გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რჩება. ერთიანი სია გულისხმობს ყველა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსის ერთი ნომრის ქვეშ ყოფნას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა კონკრეტულ ამომრჩეველს არ მოსწონდეს ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი და საერთოდ არ მოვიდეს არჩევნებზე, ეს თავისთავად აზარალებს საერთო მისიას რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და მისცენ ხმა ამ ქვეყნის მომავლის დაცვას,"- აცხადებს გეგელია.