22 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
პოლიტიკურ ველზე არსებითად ახალი ძალა არ გამოჩენილა, ახალი სახეები არ არიან, შესაბამისად მოლოდინი იგივეა - ბექა დავითულიანი

როგორ აფასებს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ გადალაგებებს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, პოლიტიკურ ველზე ახალი ძალა არ გამოჩენილა, შესაბამისად, კოალიციები არსებითად ვერაფერს შეცვლის.

"მე მგონი უკვე 8 არჩევნები ჩავატარეთ, რაც ხელისუფლებაში ვართ და ყოველი არჩევნების წინ დაახლოებით ერთი და იმავე გვესმის. გადაჯგუფებები ხდება, თუმცა შესაკრებლები იგივეა, რა აქამდე იყო. პოლიტიკურ ველზე არსებითად ახალი ძალა არ გამოჩენილა, ახალი სახეები არ არიან ამ პოლიტიკურ ველზე, შესაბამისად, დაახლოებით მოლოდინი იგივეა. მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება გარეთ.

რაც შეეხება სირთულეებს, რა თქმა უნდა, ველით, ოღონდ არა ამომრჩევლის მხრიდან. ამომრჩეველს მე მგონი ძალიან კარგად ესმის ხელისუფლების ქმედებებს რა განაპირობებს, შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი გვაქვს," - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები