22 ნოემბერი 2024,   10:10
ვრცლად
კეზერაშვილი რაიმე ტიპის გავლენით რომ სარგებლობდეს ამ პლატფორმაზე, ეს გაერთიანება ვერ შედგებოდა, ეს გაერთიანება არის გავლენებისგან თავისუფალი - ნიკა მელია

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ახლა ერთიანობა გავლენებისგან თავისუფალი გაერთიანებაა. ამის შესახებ მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, იმ პარტიებთან, რომელთანაც "ახალი" არჩევნებზე გაერთიანებას აპირებს, ხომ არ არის იდეური განსხვავება, კერძოდ, დავით კეზერაშვილის ფაქტორი - მელია პასუხობს, რომ ჩრდილოვანი მმართველობის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით,  "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" და "დროას" რაიმე პოლიტიკური შემხებლობა რომ ჰქონოდათ კეზერაშვილთან, მაშინ ერთობა ვერ შედგებოდა.

"მე არათუ მოსაზრება არ შემიცვლია, არამედ ეს შეხედულება კვლავ ძალაშია. ბევრი მისაუბრია, საზოგადოებამ ამის შესახებ იცის. მერწმუნეთ - "დროა," "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური/იდეოლოგიური შეუთავსებლობა არ ყოფილა. ჩვენ, ბუნებრივია, სანამ შევთანხმდებოდით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მერწმუნეთ ეს ადამიანი[დავით კეზერაშვილი] რაიმე ტიპის გავლენით, რომ სარგებლობდეს ამ პლატფორმაზე ან შემხებლობა რომ ჰქონდეს - საქმიანი, პოლიტიკური "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ან "დროასთან," ეს გაერთიანება ვერ შედგებოდა. ეს გაერთიანება არის გავლენებისგან თავისუფალი გაერთიანება. მე მაქვს ის დამოკიდებულებაა იმ ადამიანთან, რომელიც მქონდა და ასეთი დარჩება. მაგრამ ის, რომ პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" და პარტია "დროას" რაიმე პოლიტიკური შემხებლობა ჰქონოდათ ამ ბატონთან, მერწმუნეთ, ეს ერთობა არ შედგებოდა. ბატონი კეზერაშვილი არამხოლოდ აფინანსებს, არამედ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც იღებს "ნაციონალურ მოძრაობას." "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" და "დროას" რომ სდომებოდა მასთან პარტნიორობის არსებობა, პარტია "ახალთან" ისინი პოლიტიკურ გაერთიანებას ისინი ნამდვილად არ ჩამოაყალიბებდნენ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პარტიები "ახალი," "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

 

დღის ამბები