პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა მელია "ღამის კურიერის" ეთერში ახალ პოლიტიკურ პარტიაზე საუბრობს.
ნიკა მელიას თქმით, პარტია "ახალი" დაბალი ამბიციით არ შექმნილა.
"მე მუდმივად მჯეროდა, რომ საუბარია ერთიან სიაზე არ იყო ადეკვატური და არ იყო ის ფორმულა, რომლითაც ოპოზიციას უნდა ეხელმძღვანელა.
მნიშვნელოვანი იყო ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრები, რომ რამდენიმე მათგანი მაინც შექმნილი, გამომდინარე იმ რეალობიდან რაც არის საზოგადოებაში და რაც არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
პარტია "ახალი" ნამდვილად არ შექმნილა დაბალი ამბიციით, რომ მას ბრძოლა ბარიერთან გაემართა. მეტიც ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებდა, რომ ამის პრობლემა პარტიას დამოუკიდებლადაც არ ჰქონდა. თბილისში მილიონ ნახევრიან ქალაქში უკვე ის ოპოზიციური მთავარი პარტიაა, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე.
მე მიმაჩნია, რომ ძლიერი ოპოზიციური პარტიები არის საჭირო და მე ამ ფორმულის ერთგული ვარ. ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით. მე არ მგონია, რომ საქართველოში ერთი ოპოზიციური ამომრჩეველიც კი უნდა იყოს იმ განცდით, რომ მის რჩეულ პარტიას აქვს ბრძოლა გამართული ბარიერის გადალახვასთან,"- აცხადებს ნიკა მელია.