ლოს-ანჟელესში, აფრენის დროს, United Airlines-ის თვითმფრინავმა ბორბალი დაკარგა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავმა აფრენის დროს საბურავი დაკარგა, დენვერში გრაფიკის შესაბამისად წარმატებით დაეშვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, United Airlines-სთვის მიმდინარე წელს, ეს მეორე ინციდენტია.