"პროფესიული განათლება დასაქმების ხელშეწყობისთვის" - რუსთავის მერია ახალ სოციალურ პროგრამას განაგრძობს.
ნინო ლაცაბიძემ, დღეს რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, 15 მოქალაქეს სერტიფიკატი გადასცა. ისინი პროგრამის გავლის შემდეგ, ლიფტის ტექნიკოსის სერტიფიცირებული სპეციალისტები გახდნენ და შესაბამის პოზიციებზე იმუშავებენ.