22 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ფესტივალის მეშვიდე კვირა ლევილის მამულში - ღონისძიება ანსამბლ "ბათუმის" სოლოკონცერტით დასრულდა

ქართული ფესტივალის მეშვიდე კვირა ლევილის მამულში საზეიმოდ გაიხსნა. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. მაყურებლის წინაშე წარდგა მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი. ღონისძიება ანსამბლ "ბათუმის" სოლოკონცერტით დასრულდა.

სტუმრებმა ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი“.

ფესტივალი დატვირთულია სპორტული აქტივობებითაც, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოჭიდავეებმა სტუმრებს მასტერკლასი ჩაუტარეს და საბრძოლო ხელოვნების საინტერესო ილეთები უჩვენეს.

დატვირთულია პროგრამის მეორე ნაწილიც - დღევანდელ სცენას დაიკავებენ ქართული კულტურის წარმომადგენლები, შემსრულებლები, ცნობადი სახეები. ასევე ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა თეატრალური დასის წარმომადგენლები, მსახიობები.

"ფესტივალი მართლა არაჩვეულებრივი იდეაა და თქვენ თვითონ შეესწარით ამ ფაქტს. ოჯახებია მოსული, ქართველები, რომლებიც არიან ძალიან ბედნიერი და მადლიერები, რადგანაც მათ ეძლევათ საშუალება პირდაპირ შეხება ჰქონდეთ ქართულ კულტურასთან, სიმღერასთან, ცეკვასთან, ხელოვნებასთან თუ სპორტთან,“ - აცხადებს მომღერალი მაია ჯაბუა.

დღის ამბები