უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ალიანსმა ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბელგიური "ფლამანდიური ინტერესი" რიგით მეშვიდე პოლიტიკური პარტია გახდა, რომელიც ორბანის მემარჯვენე ჯგუფს, "პატრიოტები ევროპისთვის" შეუერთდა. მანამდე, ამავე ჯგუფს შეუერთდნენ ჰოლანდიელი და ესპანელი ულტრამემარჯვენეები.
პოლიტიკურ ჯგუფად ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის, ევროპარლამენტის რეგლამენტით აუცილებელია, რომ მასში, სულ მცირე, შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი - 23 ევროდეპუტატი იყოს გაერთიანებული.