საქართველოს ნაკრებისა და დანიური "კოპენჰაგენის" უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაციას "კოპენჰაგენის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დავით ხოჭოლავა, ტრავმების გამო, იძულებულია, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულოს და, შესაბამისად, "კოპენჰაგენს" ტოვებს.
"კოპენჰაგენი" მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა ყველა გაწეული საქმიანობისთვის და მოგონებებისთვის. შენ ყოველთვის ერთ-ერთი ჩვენგანი იქნები," - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
31 წლის მცველმა კარიერის ბოლო მატჩი 2023 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ ხოჭოლავამ 2 ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადიოდა. დავით ხოჭოლავას, საკლუბო კარიერის განმავლობაში, რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთში", ქობულეთის "შუქურაში", ოდესის "ჩერნომორეცში", დონეცკის "შახტარსა" და "კოპენჰაგენში" უთამაშია. მას ეროვნული გუნდის მაისურით 39 მატჩი აქვს ჩატარებული.