22 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ლევილის მამულში, ქართული ფესტივალის მეშვიდე კვირა საზეიმოდ გაიხსნა

ლევილის მამულში, ქართული ფესტივალის მეშვიდე კვირა საზეიმოდ გაიხსნა. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. მაყურებლის წინაშე წარდგა მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი. ღონისძიება ანსამბლ "ბათუმის" სოლოკონცერტით დასრულდა.

სტუმრებმა ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი“. ქართველმა ხელბურთელებმა ქეთი ვენეცკიმ და მარიამ ჩავჩიძემ კი ფესტივალის სტუმრებისათვის საჩვენებელი თამაში გამართეს.

შეხვედრები გაიმართა მოჭიდავეებთან, რომლებმაც მასტერკლასი ჩაატარეს და სტუმრებს საბრძოლო ხელოვნების საინტერესო ილეთები უჩვენეს.

ლევილის მამული ქართულ ფესტივალს 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას უმასპინძლებს.

დღის ამბები