თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს - დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ, მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ კი, ჩვენი ინფორმაციით, პნევმატური იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.