22 ნოემბერი 2024,   10:05
ვრცლად
თელავში ავარიას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში ავარიას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა.

ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები