ქართული ხმები ევროპის შუაგულიდან - ლევილის ისტორიული მამული წელს ისევ ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრად იქცა. მეშვიდე კვირაა, რაც სამშობლოდან შორს მყოფებს, ისტორიულ შატოში მშობლიური ხმა ესმით.
სცენას ერთმანეთის მიყოლებით არაერთი შემსრულებელი და ანსამბლი ცვლის. ხელოვანები პატარა ქვეყნის უდიდეს კულტურას არამხოლოდ ემიგრანტებს ახსენებენ, არამედ მსოფლიოს აცნობენ.
ქართული კულტურის ფესტივალი კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით იმართება.