22 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
როგორ ებრძვის "გაშეშებული ადამიანის სინდრომს" სელინ დიონი - 56 წლის მომღერალი საჯაროდ ისევ გამოჩნდა და ცოტა ხნის წინ ჰოკეის მატჩს დაესწრო

56 წლის სელინ დიონი, რომელიც "გაშეშებული ადამიანის სინდრომის" უმძიმეს დიაგნოზს ებრძვის, თავს უკეთ გრძნობს.

ცნობილია, რომ მომღერლის დაავადება ბოლომდე არ იკურნება, თუმცა ის უკეთესად გამოიყურება და მისი დაავადება არ პროგრესირებს.

სელინ დიონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ფეხზე წამოდგომა სამედიცინო გუნდის დამსახურებაა და იმედოვნებს, რომ მათი დახმარებით სცენაზე დაბრუნებასაც შეძლებს.

სწორედ ამ პროგრესის ფონზე შეძლო სელინ დიონმა საჯაროდ დაბრუნებაც. 56 წლის "გრემის" მფლობელი ვარსკვლავი ამჯერად ჰოკეის მატჩს დაესწრო, სადაც ის უფროს შვილთან ერთად მივიდა. მატჩი 28 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართა. 

ახალი ამბების თანახმად, სელინ დიონი დიდ სცენაზე დაბრუნებას ლას-ვეგასში გრანდიოზული კონცერტით გეგმავს.

სუპერვარსკვლავი, 56 წლის სელინ დიონი, შედარებით მოკლე შოუებისთვის უკვე ემზადება და ვარჯიშობს კიდეც.

ასევე, ცნობილია, რომ სელინ დიონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. სწორედ ამ ფილმიდან არის ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული კადრები, თუ როგორ ებრძვის მომღერალი დაავადებას და ძლიერ ფიზიკურ ტკივილებს, რასაც კუნთების სპაზმები იწვევს.

მომღერალი ფილმში განვლილ გზაზე და დაავადებაზე ყვება. ფილმის პრემიერა 25 ივნისს შედგა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სელინ დიონს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს და ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას იწვევს.

პაუზის შემდეგ მომღერალი პირველად წლევანდელ გრემის დაჯილდოებას დაესწრო, შემდეგ კი აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, თუ როგორია გაშეშებული ადამიანის სინდრომით ცხოვრება.

დღის ამბები