აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 88 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ტორნადომ შანგდონგის პროვინციაში 2 800 სახლი გაანადგურა და ხეები წააქცია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროში აცხადებენ, ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და რეაგირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.