სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ინციდენტი სრულად იყოს გამოძიებული.
"მინდა სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, ახლობლებს, რა თქმა უნდა, ოფიცრებსაც, ჯარისკაცებსაც. ყველას, ვისთვისაც დიდი ტკივილია და ეს ჩემთვისაც დიდი ტკივილია.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ინცინდენტი იქნას სრულად გამოძიებული. თავდაცვის ძალები არის ერთი დიდი ოჯახი და ჩვენ დაღუპულის ოჯახს გვერდში დავუდგებით," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.