საჰაერო იერიშები რუსეთის ძალებმა სამ ქალაქზე მიიტანეს. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი 43 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი არ არსებობს რუსული რაკეტა, რომლის ჩამოგდებას უკრაინას არ შეუძლია.
"ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას ვცდილობთ. ეს პროცესი დღეს დაიწყო. "პეტრიოტის" სისტემის გადმოცემისთვის გერმანიას მადლობას ვუხდი.
კარგი სიახლეა. კიდევ ერთი კარგი სიახლე ის არის, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის შტატებმა ნაბიჯი გადადგა. ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და მალე ახალი გადაწყვეტილებები გვექნება. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ არ არსებობს, რუსული რაკეტა, რომლის ჩამოგდებაც არ შეგვიძლია. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსული ტერორი დავამარცხოთ. კრემლში უნდა იცოდნენ, რომ დაუსჯელები არ დარჩებიან,"- აცხადებს ზელენსკი.